ბათუმის ბულვარში უნებართვო ობიექტის კაფე-ბარ „ტყუპების“ დემონტაჟი მიმდინარეობს

17 თებ 2026

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, ბულვარში, კიდევ ერთი უსახური და უნებართვო ობიექტის დემონტაჟი დაიწყო.

" კაფე-ბარ „ტყუპებს“ ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ვადა ამოეწურა, რის საფუძველზეც ობიექტების დემონტაჟის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. 

აღნიშნული შენობა-ნაგებობები ხანძრის შედეგად იყო დაზიანებული და ბოლო წლების განმავლობაში აღარ ფუნქციონირებდა.

სამუშაოები მუნიციპალური ინსპექციის  ზედამხედველობითა და ბათუმის ბულვარის მობილური ჯგუფების ჩართულობით მიმდინარეობს.

დემონტაჟის დასრულების შემდეგ, სამშენებლო ნარჩენების გატანა და ტერიტორიის დასუფთავება განხორციელდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ , უსახური და უნებართვო ობიექტების დემონტაჟის პროცესი ხელს შეუწყობს ბულვარის, როგორც რეკრეაციული სივრცის იერსახის გაუმჯობესებას, ასევე, მოწესრიგებული დასასვენებელი გარემოს შექმნას.