16 თებ 2026
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გასულ წელს მგზავრთნაკადმა მილიონ 230 ათას 200 შეადგინა რაც 29%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ეკონომიკის მინისტრი საუბრობს შემდგომ განვითარებაზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია იგლ-ჰილსის ინვესტიციასთან ქვეყანაში, კერძოდ კი გონიოში, მინისტრის განცხადებით ეს პირდაპირ იმოქმედებს, როგორც ზოგადად აჭარაში და ბათუმში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდაზე, ასევე შიდა ეკონომიკის მრავალფეროვან გაძლიერებაზე. საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ მუდმივად მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლების ფონზე, აუცილებელია არამარტო ბათუმის, არამედ ქვეყნის ყველა აეროპორტის პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება და კიდევ უფრო განვითარება.