აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა ხულოს მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული ცენტრალური მეჩეთი დაათვალიერა

16 თებ 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა ხულოს მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული ცენტრალური მეჩეთი დაათვალიერა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სულხან თამაზაშვილმა ხაზი გაუსვა მეჩეთის რეაბილიტაციის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ იგი ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული მნიშვნელოვანი სოციალური პროექტია და მუსლიმ მრევლს კეთილმოწყობილ და უსაფრთხო გარემოში ლოცვის შესაძლებლობას მისცემს.  

პროექტის ფარგლებში აშენდა მეჩეთის მეორე სართული და განხორციელდა პირველი სართულის სრული რეაბილიტაცია. კეთილმოეწყო მეჩეთის მიმდებარე ტერიტორია, მოწესრიგდა ეზო და გარე სივრცე.

რეაბილიტირებული მეჩეთი საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა დაათვალიერეს.