16 თებ 2026
საია-ს სარჩელთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ პრემიერ მინისტრმა განაცხადა რომ ბბს-ის სიუჟეტი სამარცხვინო და პროპაგანდისტული იყო და რომ ეს ყველამ დაინახა, მთავრობის მეთაურის თქმით შეკრების დაშლის დროს არცერთი საერთაშორისო დონეზე აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული, აღნიშნა, რომ სარჩელშიც არ ვხვდებით არავითარ მინიშნებას „კამიტთან“ დაკავშირებით. ცნობისთვის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განაცხადეს, რომ წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებენ. მათი მხრიდან სარჩელში ნახსენები არ არის სიტყვა „კამიტი“.