პრემიერა თოჯინების თეატრში

22 მაი 2017

„ნუნუ მასწავლებელი ჯოჯოხეთში“ - სპექტაკლის პრემიერა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიმართა. სპექტაკლი ლაშა ბუღაძის  “ნაფტალინის”  მიხედვით, რეჟისორმა - რამაზ იოსელიანმა დადგა.  

ერთ მოქმედებიან კომედიაში მოთხრობილია ყოფილი სკოლის დირექტორის ნუნუს ისტორია, რომელიც გარდაცვალებისთანავე შეცდომით ჯოჯოხეთში ხვდება. სპექტაკლში თოჯინების თეატრის მსახიობები მონაწილეობენ.