16 თებ 2026
ბათუმში ავტობუსის მძღოლის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. შემთხვევა დღეს ნომერ 4 მუნიციპალურ ავტობუსში მოხდა.
როგორც „ბათუმის ავტოტრანსპორტში'' განმარტეს კონფლიქტის დაწყების მიზეზი გახდა მგზავრის მოთხოვნა - ავტობუსი გაეჩერებინათ მისთვის სასურველ ადგილას, იქ, სადაც გაჩერება არ იყო, რასაც ავტობუსში მყოფი სხვა მგზავრის გამოხმაურება, შემდეგ კი მძღოლზე ფიზიკური თავდასხმა მოჰყვა.
50 წლამდე მძღოლმა დაზიანება თავის არეში მიიღო, მას პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა, კლინიკაში გადაყვანა კი საჭირო არ გახდა.