გიორგი კვერნაძის შედეგიანი მატჩი

16 თებ 2026

იტალიის სერია B-ს 25-ე ტურში „ფროზინონემ“ სტუმრად „სპეცია“ 2:0 დაამარცხა, გიორგი კვერნაძემ კი თავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა. ქართველმა შემტევმა გოლი 37-ე გაიტანა და ანგარიში გახსნა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში საგოლე გადაცემაც შეასრულა.

გიორგი კვერნაძეს სერია B-ს მიმდინარე სეზონში 23 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და ოთხჯერ საგოლე პასი შესრულებული. ერთი გოლი მან იტალიის თასზეც გაიტანა.

ფროზინონე“ სერია B-ში 25 ტურის შედეგ 52 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 20 თებერვალს, „ემპოლის“ უმასპინძლებს.