16 თებ 2026
საფრანგეთის ლიგა 1-ის 22-ე ტურის შეხვედრაში ქართველების „მეცმა“ შინ „ოსერს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. „ჯვაროსნებიდან“ მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში გიორგი წიტაიშვილმა და გიგი აბუაშვილმა ითამაშეს, 70-ე წუთზე კი მოედანზე გიორგი ქვილითაია გამოჩნდა, რომელიც მოედანზე შეცვლაზე შევიდა. ეს იყო პირველი შემთხვევა საფრანგეთის ჩემპიონატის ისტორიაში, როდესაც ლიგა 1-ის გუნდში მოედანზე ერთდროულად სამმა ქართველმა ითამაშა.
22 ტურის შემდეგ 13 ქულით „მეცი“ ბოლო, მე-18 ადგილზე დარჩა და ლიგა 2-ში გავარდნა თავიდან რომ აიცილოს, დარჩენილ 12 ტურში ქულათა მაქსიმუმი უნდა დააგროვოს.