16 თებ 2026
ესპანეთის ჩემპიონატში მე-12 მატჩი მოიგო გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“. კუნძულელებმა „ბრეოგანს“ უმასპინძლეს და 90:81 დაამარცხეს. გიორგი შერმადინი მატჩში ერთ-ერთი გამორჩეული იყო, მან 23 წუთში 18 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
„ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში 7 მარტს „მანრესას“უმასპინძლებს, მანამდე კი ესპანეთის სამეფო თასზე, 21 თებერვალს „ბასკონიას“ სტუმრად დაუპირისპირდება.