თორნიკე შენგელიას „ბარსელონას“ მე-14 გამარჯვება

16 თებ 2026

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ „მანრესას“ უმასპინძლა და 97:60 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 20 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა.

„ბარსელონას“ 14 მოგება, 6 წაგება აქვს და ესპანეთის პირველობაზე მეოთხე ადგილზეა. 

უახლოეს მატჩს კი 20 თებერვალს ესპანეთის სამეფო თასზე გამართავს. მისი მეტოქე „მურსია“ იქნება.