მაკა ბოჭორიშვილი სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთს ეწვევა

16 თებ 2026

2026 წლის 16 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, იურაი ბლანართან, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა მინისტრები პრესასთან განცხადებებს გააკეთებენ.