კაია კალასის განცხადება

15 თებ 2026

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში ყურადღება ევროპის ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრაზე უნდა გამახვილდეს. 
კალასის თქმით, რუსეთი კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. „სინამდვილეში, ყველაზე დიდი საფრთხე, რომელსაც რუსეთი ამჟამად წარმოადგენს, არის ის, რომ ის მოლაპარაკებების მაგიდასთან მეტს აღწევს, ვიდრე ბრძოლის ველზე მიაღწია“, - აღნიშნა კალასმა.