დაკავება გამოძალვის ბრალდებით

15 თებ 2026

პროკურატურამ ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრებ მეწარმეს, საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს.