15 თებ 2026
დღეს ბერლინალეს ევროპული კინოს ბაზრობაზე ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის „მთვარე მამაა ჩემი“ კინოჩვენება გაიმართება. ევროპული კინოპროდუქციის ნახვის შესაძლებლობა მსოფლიო კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს ექნებათ.
კინოცენტრი ევროპული კინოს ბაზრობაზე წელსაც ტრადიციულად საქართველოს ეროვნული პავილიონით არის წარმოდგენილი. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს მასშტაბური საერთაშორისო ფესტივალების წარმომადგენლებთან მართავს, ასევე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი აზერბაიჯანის კინოს სააგენტოსთან.