15 თებ 2026
ბავშთა ონკოლოგიური მიმართულებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში ფარავს ქირურგიული მომსახურების თანადაფინანსებას, დიაგნოსტიკურ კვლევებს, მედიკამენტურ მკურნალობას. სამინისტროს ასევე სრულად აფინანსებს 18 წლამდე ასაკის ონკოჰემატოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვას და ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდგომ აუცილებელ კვლევებს.
ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის ჯანმრთელობისა და და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში იმყოფებოდა, შეხვედრა გამართა სამედიცინო პერსონალთან. მინისტრმა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად ექიმებს მიეწოდათ ინფორმაცია მიმდინარე წლის პროგრამების და სიახლეების შესახებ.