15 თებ 2026
ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირი უნგრეთისთვის უფრო სახიფათოა ვიდრე პუტინი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, „პუტინის მიმართ შიშის გაღვივება პრიმიტიული და არასერიოზულია“, ხოლო ბრიუსელი „საფრთხის უშუალო წყაროს“ წარმოადგენს.
პრემიერმა ევროკავშირის ხელმძღვანელობა აპრილში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე მისი მთავარი მეტოქის — პარტია „პატივისცემა და თავისუფლების“ ლიდერის, პეტერ მადიარის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, ამ ოპოზიციური პარტიის პოპულარობის ზრდის უკან დგანან ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ლიდერი მანფრედ ვებერი, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.