მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია

15 თებ 2026

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში დასრულდა. ქვეყნის პირველი დიპლომატი ბავარიიდან სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთში გაემგზავრება. ორი დღის განმავლობაში მაკა ბოჭორიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. ვიზიტს ქართული დელეგაცია დადებითად აფასებს.