ევრაზიის პროფესიონალურ სანდას ლიგა

15 თებ 2026

სპორტის სასახლემ ევრაზიის პროფესიონალურსანდას ლიგას უმასპინძლა, ტურნირში საქართველოდან რვა სპორტსმენი ასპარეზობდა.  შეჯიბრებები ექვს წონით კატეგორიაში შედგა. ტურნირში საქართველოს გარდა, სპორტსმენები იტალიიდან, საფრანგეთიდან, ინდოეთიდან და სომხეთიდან მონაწილეობდნენ. პროფესიული სანდას ლიგის გამარჯვებულები სხვადასხვა წონით კატეგორიაში სომხეთის, საქართველოსა და საფრანგეთის წამომადგენლები გახდნენ.  „ევრაზიის პროფესიული სანდას ლიგა" საქართველოში 2023 წელს შეიქმნა და მისი ეგიდით ასპარეზობები წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა.