ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღე

15 თებ 2026

15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოდან მოქმედებს. სამკურნალო პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევასა და საჭიროების შემთხვევაში, პროტონოთერაპიას. 18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბენეფიციარებს, სახელმწიფო, საქართველოსთან ერთად, მკურნალობას ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში უფინანსებს. ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამაში 195 ბენეფიციარი ჩაერთო.