15 თებ 2026
არადიპლომატიური ნაბიჯი თუ სტანდარტული როტაცია - ესტონეთის გადაწყვეტილებას ელჩის თბილისიდან ერევანში გადაყვანასთან დაკავშირებით პოლიტიკოსები აფასებენ. საელჩოს დროებითი რწმუნებული უხელმძღვანელებს, უცნობია დაინიშნება თუ არა ახალი დიპლომატი ქვეყანაში. „ქართულ ოცნებას“ ეს გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია. ოპოზიციისთვის კი ესტონეთის გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის ბოლოდროინდელი ურთიერთობის ლოგიკური გაგრძელებაა.