15 თებ 2026
გორში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული დააკავეს. დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1984 წელს დაბადებულს ცივი იარაღით მუცლის არეში მძიმე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.