რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ კრასნოდარზე დრონებით მიიტანა იერიში

15 თებ 2026

რუსეთში, კრასნოდარის მხარეს  დრონებით თავდასხმა განხორციელდა - ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი ავრცელებს. მისი თქმით, იერიში უკრაინულმა მხარემ მიიტანა. დაზიანებულია ნავთობპროდუქტების რეზერვუარი, საწყობები და ტერმინალები, ასევე დაშავდა 2 ადამიანი. გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში 120-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული. მანამდე კრასნოდარის მხარის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ ტემრიუკის რაიონის სოფელ ვოლნაში უპილოტო აპარატის ნამსხვრევების დაცემის შედეგად ნავთობპროდუქტების რეზერვუარი აალდა.