მარკო რუბიო „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

15 თებ 2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარლგებში „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მარკო რუბიომ მინისტრებთან აქტუალური თემები განიხილა, როგორიცაა მიმდინარე კონფლიქტები, რომლებიც საქმნეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას აფრიკაში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. საუბრისას ასევე მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში და დასავლეთ ნახევარსფეროში. გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუბიომ კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება ვენესუელაში სტაბილურობის ხელშეწყობისა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებების მიმართ.