15 თებ 2026
თეთრ სახლში ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ აშშ ირანის ნავთობის ჩინეთში ექსპორტის შემცირებაზე იმუშავებს. ინფორმაციას „აქსიოსი“ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულ ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროები აღნიშნავდნენ, რომ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატები ირანზე მაქსიმალურ ზეწოლას განახორციელებს, მაგალითად ჩინეთში ირანის ნავთობის გაყიდვებთან დაკავშირებით. „აქსიოსის“ ცნობით, ჩინეთი ირანის ნავთობის 80%-ზე მეტს ყიდულობს და ამ ვაჭრობის შემცირება ირანისთვის ნავთობიდან შემოსავლების მნიშვნელოვნად შემცირებას ნიშნავს.