მარკ რუტეს განცხადება

14 თებ 2026

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთი ომში არ იმარჯვებს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე გამართულ პანელურ დისკუსიაზე მარკ რუტემ აღნიშნა, რომ რუსებმა დეკემბერსა და იანვარში 65 ათასი ჯარისკაცი დაკარგეს. დაამატა, რომ ისინი ძალიან მცირე წარმატებებს აღწევენ. გენერალური მდივნის თქმით, მოკავშირეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა უკრაინას ბრძოლის გასაგრძელებლად და საკუთარი ქალაქების დასაცავად შეიარაღება ჰქონდეს.