ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება

14 თებ 2026

ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა იკისროს საკუთარ უსაფრთხოებაზე - ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროპამ უნდა გადადგას ნაბიჯი და აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე, ასევე  გლობალური კრიზისების ფონზე ევროპა უფრო დამოუკიდებელი უნდა იყოს.ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის მიერ გადაიარაღებისა და უკრაინის მხარდამჭერი პროგრამების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს ევროპის „გამოღვიძება“ უწოდა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა იმისთვის, რომ სწრაფად იმოქმედოს, გადაწყვეტილებები არა ერთხმად, არამედ კვალიფიციური უმრავლესობით უნდა მიიღოს, რათა ცალკეული წევრი ქვეყნების მიერ გადაწყვეტილებების დაბლოკვას გვერდი აუაროს.