14 თებ 2026
როგორ ფორმირდება სამომხმარებლო ბაზარზე ფასები და რა ახდენს გავლენას კონკრეტული პროდუქციის ღირებულებაზე - დროებითი საპარლამენტო კომისია მოკვლევას განაგრძობს. კომისიის წევრებმა გუშინ ხილის, ბოსტნეულის, წვენების და ჯემების ადგილობრივ მწარმოებლებს მოუსმინეს. სხვა სექტორის წარმომადგენლების მსგავსად მაღალი ფასნამატის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ამ შემთხვევაშიც ქსელურ მარკეტებთან ურთიერთობა და მათი მხრიდან დაწესებული გადასახადები დასახელდა. ითქვა, რომ საჭიროა საკანონმდებლო რეგულაცია. უახლოეს მომავალში პროცესში ჩაერთვება საერთაშორისო აუდიტორული კომპანია, რომელიც ფასწარმოქმნის ჯაჭვს შეისწავლის და დასკვნას მოამზადებს.