ღვინისა და მუსიკის ფესტივალი

14 თებ 2026

ბათუმი ბუნებრივი ღვინისა და მუსიკის  ფესტივალი  SUPERNATURAL-ს მასპინძლობს. ფესტივალზე წარმოდგენილია  50-მდე  ნატურალური მარანი   საქართველოს ყველა რეგიონიდან, მათ შორის  ახალი და ძველი და იშვიათი ჯიშის ღვინოები.  ფესტივალის ფარგლებში  სტუმრებს  შესაძლებლობა აქვთ მოუსმინონ  ლექციებს ღვინოზე და  გაესაუბრნონ მეღვინეებს. ფესტივალი 2017 წლიდან ტარდება, მისი მთავარი იდეა  ეფუძნება  ბუნებრივი ღვინის  პოპულარიზაციას, მცირე მეწარმეების მხარდაჭერას, ასევე ღვინის კულტურით  დაინტერესებული  ადამიანების მხარდაჭერა.