14 თებ 2026
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რეჟიმები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდნენ, ასე უნდა მომხდარიყო პუტინის შემთხვევაშიც საქართველოში ომის შემდეგ, სირიის შემდეგ, 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების შესახებ ისაუბრა, აღნიშნა, რომ მსოფლიომ უფრო დროული და სწრაფი ნაბიჯები უნდა გადადგას როგორც ირანის, ასევე რუსეთის რეჟიმების წინააღმდეგ. ზელენსკის თქმით, ვაშინგტონისა და ბრიუსელის დახმარებით უკრაინა საკუთარი მოქალაქეების დაცვას ცდილობს.