ესტონეთის საგარეოს გადაწყვეტილება - გამოხმაურება

14 თებ 2026

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტების კითხვას უპასუხა ესტონეთის ელჩის სომხეთში გადაყვანასთან დაკავშირებით. როგორც გაირკვა, საქართველოში ესტონეთის ელჩი, მარგე მარდისალუ-კაჰარი მუშაობას სომხეთში გააგრძელებს, ახალი ელჩის დანიშვნამდე კი საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, გიტა კალმეტი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ესტონეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ესტონეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე კი ვკითხულობთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიისგან გადახრის, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის დადგენილი პირობების შეუსრულებლობის გამო, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერა ესტონეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი აღარ არის, თუმცა, ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ თანმიმდევრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.