14 თებ 2026
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროები ირანის წინააღმდეგ პოტენციური ოპერაციისთვის ემზადებიან, რომელიც შეიძლება რამდენიმე კვირა გაგრძელდეს. სააგენტოს ცნობით, ინფორმაცია აშშ-ის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვით განუცხადა. მათი თქმით, ოპერაციის დაგეგმვა გააქტიურდა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების ფონზე, სადაც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ „ირანში რეჟიმის შეცვლა საუკეთესო რამ იქნებოდა, რაც შეიძლება, მომხდარიყო“. როგორც „როიტერი“ წერს, მიმდინარე გეგმები მნიშვნელოვნად უფრო რთულია, ვიდრე წინა ოპერაციები. ამასთან, მედიის ინფორმაციით, სამხედრო მზადების მიუხედავად დიპლომატიური კონტაქტები გრძელდება.