ოკუპირებულ ცხინვალში რუსული პასპორტების გაცემის პუნქტი გაიხსნა

14 თებ 2026

ოკუპირებულ ცხინვალში რუსული პასპორტების გაცემის პუნქტი გაიხსნა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, რუსეთის შიდა პასპორტების გაცემის პუნქტის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა რუსეთის ე.წ. ელჩმა, მარატ კულახმეტოვმა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობის მეთაურმა, ძამბოლატ თედეევმა მიიღეს. კულახმეტოვმა განაცხადა, რომ რუსული პასპორტების გაცემის პუნქტის გახსნა „ორი ქვეყნის ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“.