ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩებისა და მონაკვეთების რეაბილიტაცია იწყება

14 თებ 2026

ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩებისა და მონაკვეთების რეაბილიტაცია იწყება. არსებული ქვაფენილი - ასფალტის საფარით 16 ქუჩაზე ჩანაცვლდება. პროექტის ფარგლებში სრულად მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, საფეხმავლო და ველობილიკები. სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ლუკა ასათიანის ქუჩაზე, მემედ აბაშიძის ქუჩიდან გორგილაძის ქუჩამდე მონაკვეთში და კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე, დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში. აღნიშნულ ნაწილში რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ სამუშაოები სხვა მონაკვეთზე გადაინაცვლებს.