ინფრასტრუქტურული სამუშაოები

14 თებ 2026

ინფრასტრუქტურის მინისტრმა შიდა ქართლსა და იმერეთში  ინფრასტრუქტურული  პროექტები დაათვალიერა.  რევაზ სოხაძე მუნიციპალური განვითარების  ფონდის  წარმომადგენლებთან ერთად უკვე  გაეცნო  გორში  სკოლისა და მულტი ფუნქციური  სპორტული კომპლექსის სამშენებლო  სამუშოებს
სკოლის მშენებლობას საქართველოს მთავრობა აფინანსებს, რომლის ბიუჯეტი 11 მილიონ ლარს შეადგენს. საგანმანათლებლო დაწესებულება 650 ბავშვზეა გათვლილი და  მშენებლობა წელს დასრულდება.