14 თებ 2026
გერმანიის კანცლერის განცხადებით, მსოფლიო შევიდა ეპოქაში, რომელიც კვლავ ძალაუფლებითა და დიდი სახელმწიფოების პოლიტიკით ხასიათდება.
ფრიდრიხ მერცის თქმით, გამოწვევების გადასალახად აშშ-ევროპის კავშირები უნდა გამოსწორდეს. აღნიშნა, რომ დიდი სახელმწიფოების მეტოქეობის ეპოქაში, შეერთებული შტატებიც ვერ იქნება საკმარისად ძლიერი, რომ მარტო იმოქმედოს, ამიტომ ატლანტიკის ორივე მხარეს საჭიროა გაცნობიერება რომ უფრო ძლიერები არიან.
გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირში მეტი ქვეყნის გასაწევრიანებლად ახალი სტრატეგიის შემუშავებაა საჭირო.მონტენეგროს პრეზიდენტის კითხვაზე, სჯერა თუ არა კანცლერს, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროპის გლობალურ კონკურენტუნარიანობის გაზრდის, კანცლერმა უპასუხა რომ ამის სჯერა და არ სურს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების დაკარგვა.