მშვიდობა ევროპელების გარეშე არ იქნება - ემანუელ მაკრონი

14 თებ 2026

საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დროა ევროპა გეოპოლიტიკური ძალა გახდეს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ემანუელ მაკრონმა სიტყვით გამოსვლისას უარყო ბრალდება, რომ ევროკავშირი დაშლის საფრთხის წინაშეა. მაკრონის თქმით, ევროპას აქვს იმის უნარი, რომ უფრო ძლიერი და თავდაჯერებული გახდეს, ამისთვის უნდა გამოავლინოს ძალა და შეუპოვრობა უკრაინასთან დაკავშირებით, ევროპელებს გაუზიარონ რეალური გრძელვადიანი უსაფრთხოების ინტერესები რეგიონში, რათა გაძლიერდნენ როგორც თავდაჯერებული დემოკრატიები. „ახლა თავდაჯერებულობისთვის შესაფერისი დროა. ეს არის ძლიერი ევროპისთვის შესაფერისი დრო“, – განაცხადა მაკრონმა.