14 თებ 2026
რუსულმა თავდასხმამ ოდესაში ხანძარი გამოიწვია. სრულად განადგურდა საცხოვრებელი სახლი. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის. გასულ ღამეს რუსული თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა კიევის ოლქის ვიშგოროდის რაიონში. ასევე რუსეთის ძალებმა მასირებული შეტევა მიიტანეს ოდესის ოლქზე, სადაც დაიღუპა სულ მცირე 1 და დაიჭრა 6 ადამიანი, მათგან 3-ის მდგომარეობა მძიმეა.