14 თებ 2026
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანში რეჟიმის ცვლილება „საუკეთესო რამ იქნებოდა“. დონალდ ტრამპის თქმით, კარგი იქნებოდა თუ ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდებოდა ეს საკითხი. აღნიშნა, რომ ირანში ძალიან დიდი ძალა ჩავიდა და დამატებით კიდევ ერთი ავიამზიდი მალე გაემგზავრება. კითხვაზე თუ ვის ისურვებდა ტრამპი ირანის მმართველად, პრეზიდენტმა კონკრეტული პიროვნება არ დაასახელა თუმცა აღნიშნა, რომ არიან კანდიდატები.