შეთავაზება ენერგეტიკულ კომპანიებს

14 თებ 2026

შეთავაზება ენერგეტიკულ კომპანიებს. იმ კომპანიებს, რომლებსაც  ვალდებულებები დარღვეული აქვთ, შესაძლებლობა ექნებათ, 16 მარტის ჩათვლით ეკონომიკის სამინისტროს მიმართონ და ჯარიმის ან პირგასამტეხლოს პატიების წერილი წარადგინონ.კომპანიებს  დაკისრებული ჯარიმები კონკრეტული ვალდებულებების შესრულების პირობით ეპატიებათ.
ეს კი ნიშნავს, რომ განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში აღდგება, როგორც ძველი ნაპატიები ჯარიმა, ასევე ახალი ჯარიმებიც დაემატებათ.
თუ კომპანია უარს იტყვის კონკრეტული ენერგეტიკული პროექტის განხორციელებაზე და ამას წერილობით დაადასტურებს 16 მარტის ჩათვლით, სამინისტრო მას ხელშეკრულებას შეუწყვეტს და შეუსრულებელი სამუშაოების გამო დაკისრებულ ჯარიმებსაც ჩამოაწერს.
ენერგეტიკის სექტორში კერძო კომპანიების მხრიდან ელექტროსადგურების განხორციელებისას ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით დაგროვილი ჯარიმების მოცულობა ერთ მილიარდ ლარს შეადგენს.