2020 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის აკრძალვა

13 თებ 2026

ბოლო 13 წელიწადში საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა თითქმის სამჯერ გაიზარდა — 864 ათასიდან 2 მილიონზე მეტი გახდა.

ქალაქები გადაიტვირთა, საცობები ყოველდღიურობად იქცა, ჰაერის ხარისხი კი ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად დასახელდა.

სწორედ ამ ფონზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტს კრძალავს.