რადიოს მსოფლიო დღე

13 თებ 2026

„ხელოვნური ინტელექტი ხელსაწყოა და არა ხმა“. ამ სლოგანით დღეს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება. წელს ეს დღე ხელოვნური ინტელექტის თემას ეძღვნება. 1946 წელს სწორედ ამ დღეს შეიქმნა გაეროს რადიო.

13 თებერვალი რადიოს მსოფლიო დღედ კი იუნესკო-მ 2011 წელს გამოაცხადა.

რაც შეეხება საქართველოს რადიოს, მას 2025 წელს  100 წელი შეუსრულდა და რადიომაუწყებლობის უწყვეტ ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

მიუხედავად ტექნოლოგიების და სოციალური ქსელების განვითარებისა, რადიო დღემდე არ კარგავს თავის მსმენელს, ნიშას და აქტუალობას.