ევროლიგაზე „ბარსელონა“ „პარიზთან“ დამარცხდა, შენგელია საუკეთესო იყო

13 თებ 2026

საკალათბურთო ევროლიგის 28-ე ტურში „ბარსელონამ“ „პარიზს“ უმასპინძლა და 74:85 დამარცხდა. ესპანურმა კლუბმა მესამე პერიოდი 12:28 დათმო და ეს საბოლოოდ მარცხის ფასად დაუჯდა. თორნიკე შენგელიამ არასრულ 21 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება დააგროვა.

ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 4 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. 

შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა, რითაც თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო.

„ბარსელონა“ ევროლიგაში 17 მოგებით და 11 წაგებით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 25 თებერვალს, „ვირტუს ბოლონიას“ ესტუმრება.