დღეს ზამთრის ოლიმპიადაზე ნიკა ეგაძე თავისუფალი პროგრამით წარსდგება 

13 თებ 2026, 09:45

0
გაზიარება:

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ფიგირულ ციგურაობაში თავისუფალ პროგრამას მამაკაცები წარადგენენ და მედლების მორიგი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს სახელით ყინულის მოედანზე ნიკა ეგაძე გავა. შეჯიბრება 22:00 საათიდან დაიწყება.

ეგაძე მოკლე პროგრამის შემდეგ 85.11 ქულით მე-15 ადგილზეა. თავისუფალ პროგრამით ქართველი სპორტსმენი მე-10 ნომრად გამოვა.

სპორტულ ცეკვებში საქართველოს სახელით გამომსვლელმა დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ოლიმპიადაზე გამოსვლა მე-13 ადგილზე დაასრულა.