13 თებ 2026
ბრიუსელში ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონის მეხუთე გათამაშების წილისყრა გაიმართა. ერთა ლიგის ახალ სეზონში საქართველოს ნაკრები კვლავაც B დივიზიონში ითამაშებს, „ჯვაროსნები“ წილისყრის შედეგად B2 ჯგუფში მოხვდნენ: მათი მეტოქეები ჯგუფში კი უნგრეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ ირლანდია იქნება.
განსხვავებით წინა წლებისგან, როცა სანაკრებო მატჩებისთვის სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში სამი ფანჯარა იყო გამოყოფილი, ამჯერად, სექტემბერ-ოქტომბერში, 12 დღის განმავლობაში, გუნდებს ზედიზედ ოთხი მატჩის ჩატარება მოუწევთ, ბოლო ორი ტური კი ნოემბერში ხუთდღიან ინტერვალში ჩატარდება. პლეიოფები, 2027 წლის მარტის ნაცვლად, ივნისში გაიმართება.
გათამაშების კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი.