ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადება

13 თებ 2026

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ირანელები შეიძლება იძულებული გახდნენ „კარგ შეთანხმებას“ დათანხმდნენ. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში გამართულ ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასევე შეხვდა დონალდ ტრამპსაც.

ისრაელის პრემიერის თქმით, მოლაპარაკებები ძირითადად ირანზე იყო ფოკუსირებული, თუმცა ამასთან, სხვა საკითხებიც განიხილეს. ნეათანიაჰუმ აღნიშნა, რომ ირანელებმა იციან ვისთან აქვთ საქმე, შესაბამისად ტრამპი ფიქრობს რომ შესაძლებელია კარგი შეთანხმების მიღწევის პირობები შეიქმნას.

პრემიერმა დაამატა, რომ არ მალავს სკეპტიციზმს ირანთან ნებისმიერი შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.