13 თებ 2026
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ვაშინგტონი უნგრეთთან და სლოვაკეთთან რუსულ ენერგომატარებლებზე უარის თქმის საკითხს განიხილავს.
მარკო რუბიომ კითხვაზე, მოუწოდებს თუ არა აშშ უნგრეთს და სლოვაკეთს, შეწყვიტონ რუსული ენერგომატარებლების შეძენა, უპასუხა, რომ შესაბამისი მოლაპარაკებები გაიმართება.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ საკითხის გარშემო საუბრები გაიმართება. ცნობისთვის, რუბიო მიუნხენის 62-ე უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 13-15 თებერვალს იმართება, გერმანიაში ჩავიდა.