საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებთან

12 თებ 2026

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრისა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს არსებულ და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო, ცენტრი 14 დან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის  წელიწადში 40 მდე პროექტს ახორციელებს, რაც მოიცავს არაფორმალური განათლების შეთავაზებებსაც,როგორიცაა შემეცნებითი, ეკო და სხვადასხვა ტიპის ბანაკები, მოლაშქრეთა კლუბი და ა.შ. პროგრამები ითვალისწინებს ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერას, სხვადასხვა მასტერკლასებსა და სასწავლო კურსების დაფინანსებას,ასევე საერთაშორისო კურსებსა და  ღონისძიებებში   მონაწილეობას.

საინფორმაციო შეხვედრების მიზანია აჭარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრისა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროგრამების გაცნობა, ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდა ხელმისაწვდომ შესაძლებლობებზე და მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა აღნიშნულ პროგრამებში.

საინფორმაციო შეხვედრები ეტაპობრივად, როგორც აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, ასევე ქალაქ ბათუმის საჯარო და კერძო სკოლებსა თუ სასწავლებლებში გაიმართება.