12 თებ 2026
საქართველოს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ და დაგეგმილ მსხვილ პროექტებზე ისაუბრეს შეხვედრაზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანს, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორ ლაშა აბაშიძეს, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში ალან პერსელსა და სარკინიგზო ტრანსპორტის ამერიკული მანქანათმშენებელი კორპორაციის Wabtec - ის წარმომადგენლებს შორის გაიმართა.
აღინიშნა, რომ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს, როგორც სატრანზიტო მოთამაშის როლს შუა დერეფანში.
ერთ-ერთ ასეთ პროექტად საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია დასახელდა.
საქართველო მიმდინარე წელს 1 მლრდი ლარის დახარჯვას გეგმავს „საქართველოს რკინიგზის“ სავაგონე და სალოკომოტივო პარკის განახლებისთვის.