12 თებ 2026
პოლიტიკური შეფასებების თემაა ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ პანელური დისკუსია, რომელიც კონგრესმენებისა და სენატორების გარეშე გაიმართა. ისმოდა კრიტიკა, მათ შორის ახალ კანონებთან დაკავშირებითაც.
საქართველოს საკითხზე ერთ-ერთი მომხსენებელი მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი და საქართველოში NDI-ს ყოფილი ხელმძღვანელი ლორა თორნტონი იყო.
გრანტების შესახებ კანონზე საუბრისას თორნტონმა თქვა, რომ მიუხედავად გამკაცრებული კანონმდებლობის ამოქმედებისა, რომელმაც დონორებისგან ფულის მიღება გაართულა მაინც იპოვეს კრეატიული გზები ორგანიზაციების დასაფინანსებლად.
მმართველი გუნდი აღნიშნულს აღიარებად აფასებს, რომ გრძელდება მცდელობა საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით, ქვეყანაში შემოიტანონ ფული, რომელიც პოლიტიკურ აქტივობას უნდა მოხმარდეს.