12 თებ 2026
განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპი“ ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტებზე არ გავრცელდება — გადაწყვეტილება რეგიონული სპეციფიკის გათვალისწინებითა და რეგიონული შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე მიიღეს.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ტიტე აროშიძის განცხადებით, საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობდა, როგორც ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ასევე აკადემიურ წრეებთან, მეცნიერებთან და შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლებთან.
რაც შეეხება სხვა უნივერსიტეტებთან დაკავშირებულ„უმაღლესი განათლების რეფორმის“ ფარგლებში წარდგენილ გადაწყვეტილებას - უფრო მეტს მოგიყვებით მთავარ გამოშვებაში 20 საათზე.